პრემიერლიგა. XXII ტური: "ლივერპულმა" ბოლო წუთებზე მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგაში მორიგი, 22-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ტური პირველ იანვარს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება.

2018 წლის პირველი შეხვედრა მოიგო "მანჩესტერ იუნაიტედმა". ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა "ევერტონის" წინააღმდეგობა მეორე ტაიმში დაძლიეს და მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს.

"გუდისონ პარკზე" ანგარიში 57-ე წუთზე ანტონი მარსიალმა გახსნა. ფრანგ ფორვარდს მხარი კიდევ ერთმა ახალგაზრდა შემტევმა, ჯესი ლინგარდმაც აუბა და 81-ე წუთზე საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "წითელმა ეშმაკებმა" 47 ქულა დააგროვეს და ისევ მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, თუმცა, ლონდონის "ჩელსის", "იუნაიტედთან" შედარებით ერთით ნაკლები შეხვედრა
აქვს ჩატარებული.


მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიმარჯვა "ლივერპულმა". იურგენ კლოპის გუნდი 61-ე წუთზე აფრიკის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, სადიო მანემ დააწინაურა.

87-ე წუთზე "ბარნლის" ნახევარმცველმა იოჰან გუდმუნდსონმა წონასწორობა აღადგინა და თითქოს შეხვედრაც ფრეც უნდა დასრულებულიყო.

თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე რაგნარ კლავანმა "მერსისაიდელების" მაისურით პირველი გოლი გაიტანა, რომელიც "ლივერპულისთვის" 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, 2:1 და "ენფილდის" ბინადრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს.  "ბარნლის" კი აშკარად ცუდი პერიოდი უდგას.


შონ დაიჩის გუნდს ბრწყინვალე პერიოდის შემდეგ უკვე 5 ტურია არ მოუგია.

"კინგ ფაუვერზე" დაგეგმილი სამი ქულა აიღო "ლესტერმა". "მელიებმა" "ჰადერსფილდს" უშანსოდ 3:0 მოუგეს.

პირველი და მეორე გოლი ალჟირული აღმოჩნდა. 53-ე წუთზე მასპინძლები რიად მაჰრეზმა დააწინაურა.

26 წლის ნახევარმცველმა 7 წუთში თანამემამულე ისლამ სლიმანისაც გაატანინა და "ლესტერიც" წინ 2 ბურთით გავიდა.

მატჩს წერტილი მსაჯის კომპენსირებულ მე-2 წუთზე მარკ ოლბრაიტონმა დაუსვა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "ლესტერმა" 30 ქულა მოაგროვა, მე-8 ადგილზე დამკვიდრდა და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

დევიდ ვაგნერის "ჰადერსფილდი" კი 24 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.


რაც შეეხება სხვა მატჩებს: "სტოკმა" 0:1 წააგო საშინაო შეხვედრა "ნიუკასლთან", რაც შესაძლოა მათი მთავარი მწვრთნელის მარკ ჰიუზისთვის ბოლო აღმოჩნდეს.

"ბრაიტონმა" და "ბორნმუთმა" კი უხვგოლიანი ფრე 2:2 ითამაშეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული