"კრისტალ პალასი" "ლილის" მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის

AutoSharing Option
ლონდონის "კრისტალ პალასის" მთავარ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს გუნდის ცენტრალური დაცვის გაძლიერება სურს. ამ ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს. ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, "ლილის" კამერუნში დაბადებული ფრანგი მცველის, იბრაიმ ამადუს გადაბირებითაა დაინტერესებული.

"არწივთა" ხელმძღვანელები მზად არიან 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ და SkySports-ის ცნობით, საფრანგეთში შეთავაზება უკვე ოფიციალურად გაგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ "კრისტალ პალასს" სეზონის დარჩენილ ნაწილში ტრავმის გამო ცენტრალური მცველი, სკოტ დენი ვერ დაეხმარება. მძიმე ტრავმა აწუხებს ამადუს თანამემამულე მამადუ სახოსაც, რომელიც ასევე ცენტრალური მცველია.

ხშირად, ამადუ საყრდენი ნახევარმცველის
პოზიციაზეც თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული