"არსენალმა" ივობი 70 000 ევროთი დააჯარიმა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" ახალგაზრდა შემტევი, ალექს ივობი 70 000 ევროთი დააჯარიმა. ეს ინფორმაცია The Time-მა გაავრცელა.

ნიგერიელი ფორვარდი, "ნოტინჰემ ფორესტთან" მატჩის დაწყებამდე 48 საათით ადრე, რომელშიც "მეთოფეები" 2:4 დამარცხდნენ და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს გამოეთიშნენ, მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წავიდა.

მინდორზე ივობიმ 90 წუთი გაატარა.

"მატჩის წინა საღამოს ალექსი გუნდთან ერთად იყო სასტუმროში, თამაშამდე 48 საათით ადრე კი წვეულებაზე წავიდა. ეს საქციელი მიუღებელია. არ მჯერა იმის, რასაც გაზეთებში წერენ, ივობი ნარკოტიკულ საშუალებებს არ ეკარება," - განაცხადა "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული