ემანუელ ადებაიორი: არსენ ვენგერი მძულს

AutoSharing Option
ტოგოელმა ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა, რომელიც ახლა "ბასაქშეჰირის" ღირსებას იცავს, ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ლონდონის "არსენალი" დატოვა.

აფრიკელის თქმით, მას არსენ ვენგერი სძულს. მან ასევე ჟოზე მოურინიოს შესახებაც ისაუბრა.

"არსენ ვენგერმა დამიბარა და მითხრა, რომ ჩემს ადგილს "არსენალში" ვეღარ ხედავდა.

მე მას ვუთხარი, რომ დარჩენა მსურდა, რაზეც მიპასუხა, თუ დავრჩებოდი, მცირე სათამაშო დროც კი არ მომეცემოდა.

ვენგერმა სხვა გზა არ დამიტოვა. სწორედ ამიტომ გადავედი "სიტიში".

მე შევესწარი ვენგერის პრესკონფერენციას, როდესაც იგი საუბრობდა იმის შესახებ, თითქოს მე "არსენალი" ფულზე გავცვალე.

ეს მწვრთნელი
სწორედ ამის შემდეგ შემძულდა. თუმცა, მე ამას ფანებზე ვერ ვიტყოდი. ისინი ინგლისში პირველნი არიან.

როდესაც დღეს "არსენალის" თამაშებს ვუყურებ, გაორებული გრძნობა მაქვს.

ერთი მხრივ, მსურს, რომ მათ გაიმარჯვონ, მაგრამ მეორე მხრივ, მე გაბრაზებამ არ გადამიარა და ვენგერის მიმართ სიძულვილი კიდევ მაქვს.

რას ვიტყოდი ჟოზე მოურინიოზე? იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობა მომიწია.

იგი 24 საათი საქმეშია ჩართული და არც კი ვიცი, ძილისთვის დრო თუ რჩება.

არსენ ვენგერი კი სხვანაირი ადამიანია. მისთვის მთავარია, ბავშვი აქციოს ვარსკვლავად, რაც მას აბედნიერებს", - აღნიშნა ადებაიორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული