იურგენ კლოპი: ვენგერმა ბოლო 4 თასიდან 3 მოიგო, მაგრამ ვინ დააფასა?

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ვესტ ბრომვიჩთან" ინგლისის თასის მეოთხე ეტაპის მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი, არსებობს თუ არა სადმე კლუბი, სადაც ამდენს საუბრობენ ტიტულებზე. ალბათ, "შალკე". იქაც იგივე სიტუაცია, თუმცა ისინი წარმატებას უფრო დიდი ხანია ელოდებიან.

ინგლისის თასი არის შანსი, შესაძლებლობა, დიდი ტურნირი. თითოეული თავად წყვეტს მნიშვნელოვანია ის თუ არა. ვიცი, რომ ვენგერმა ბოლო 4 თასიდან 3 მოიგო, მაგრამ ვინ დააფასა? არ ვარ დარწმუნებული.

საქმე იმაშია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. კარგი იქნება გამარჯვება, მაგრამ წინ დიდი
გზაა. ჯერ ადვილად არაფერი მოდის. ჩვენი პირველი მეტოქე "ევერტონი" იყო, ახლა "ვესტ ბრომვიჩია". რთული ბარიერების გადალახვა გვიწევს", - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო "ლივერპულმა" 2012 წელს ლიგის თასი მოიგო, მას შემდეგ მერსისაიდელებს ტიტული არ ჰქონიათ.

მომზადებულია Liverpool Echo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული