იურგენ კლოპი: კოუტინიოს წასვლის შემდეგ "ლივერპულმა" წინ გადადგა ნაბიჯი

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თავისი მოსაზრება გამოთქვა იმაზე, თუ როგორი რეაგირება მოახდინა მისმა გუნდმა ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლაზე.

"როდესაც წამყვანი ფეხბურთელი გუნდიდან მიდის, თამაშში ხან გაკლია ის, ხან კი - არა. როცა არაფერი არ გამოგვდიოდა, ბურთს მას ვაძლევდით და ველოდით, დაებადებოდა თუ არა შეტევის განვითარებისთვის რაიმე იდეა.

როდესაც ფილი არ გვყავდა, მის ფუნქციებს სხვები ინაწილებდნენ. რამოდენიმე კვირა გავიდა, რაც "ბარსაში" გადავიდა და მისი არყოფნა არც დაგვტყობია, ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ, გუნდმა წინ გადადგა ნაბიჯი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული