მოულოდნელი ცნობა: 27 წლის რიად მაჰრეზმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა "ლესტერის" ნახევარმცველის, რიად მაჰრეზის შესახებ.

27 წლის ფეხბურთელმა "ფეისბუქზე", საკუთარ ოფიციალურ გვერდზე კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

"ბევრ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, ფეხბურთის თამაში დავასრულო.

რადგან ჩემი, როგორც ფეხბურთელის კარიერა დასასრულს უახლოვდება, მინდა რაღაც ვთქვა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას სიკეთისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ საოცარ ქალაქში ვიგრძენი და რომელიც მუდამ დარჩება ჩემს გულში", - დაწერა მაჰრეზმა სოციალურ ქსელში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ალჟირელის გადაბირება ზაფხულში "რომას", ლონდონის "ჩელსის" და "ბარსელონას" სურდათ, ხოლო იანვარში მისი შეძენა "მანჩესტერ სიტის"
სურდა, მაგრამ კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

შესაძლოა, ეს ინფორმაცია სიმართლე იყოს ან მაჰრეზის გვერდი ჰაკერებს გაეტეხათ. "ლესტერის" წარმომადგენლები ჯერჯერობით დუმან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული