"მგონი, მოურინიო მოედანზე სერჟანტად მთვლის. ფორვარდისთვის ეს ცოტა უცნაურია, რადგან ეს როლი უმეტესად ნახევარმცველებს ენიჭებათ. მუდამ ბევრს ვშრომობ, მადლობელი ვარ, მაგრამ მაინც თავდამსხმელი გახლავართ, რომელმაც გოლები უნდა გაიტანოს. ჟოზე კარგი მწვრთნელია და ესმის, რომ სამხედრო ფსიქოლოგია მაქვს.
ჩემთვის გუნდი უპირველესია. "მანიუში" გადასვლის შემდეგ გამარჯვების სურვილი უფრო გამიმძაფრდა. ეს იცის პორტუგალიელმა და ამიტომ მათამაშებს სისტემატურად", - განუცხადა ლუკაკუმ Sky Sports-ს.