"საუთჰემპტონის" გადარჩენა მარკ ჰიუზს მიანდეს

AutoSharing Option
პრემიერლიგის ბინადარ "საუთჰემპტონს" უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაში მარკ ჰიუზი დაეხმარება. "წმინდანებმა" ახალ მწვრთნელად სწორედ უელსელი სპეციალისტი დანიშნეს.

"სენტ მერის" ბინადრებმა მაურისიო პელეგრინო რამდენიმე დღის უკან გაათავისუფლეს და მისი შემცვლელი მალევე იპოვეს.

ჰიუზი "საუთჰემპტონს" სეზონის ბოლომდე დამოძღვრავს და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში, მისი კონტრაქტი გადაიხედება.

საინტერესოა, რომ უელსელი სეზონის დასაწყისში სათავეში "სტოკს" ედგა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

"საუთჰემპტონი" 28 ქულით მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულითაა მოშორებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პრემიერლიგის ისტორიაში ერთერთი ყველაზე ცუდი მწვრთნელი აბსოლიტურად ყველა ასპექტში...
Superman
17:56 15-03-2018
0

სიახლეები პოპულარული