"სენტ მერის" ბინადრებმა მაურისიო პელეგრინო რამდენიმე დღის უკან გაათავისუფლეს და მისი შემცვლელი მალევე იპოვეს.
ჰიუზი "საუთჰემპტონს" სეზონის ბოლომდე დამოძღვრავს და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში, მისი კონტრაქტი გადაიხედება.
საინტერესოა, რომ უელსელი სეზონის დასაწყისში სათავეში "სტოკს" ედგა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
"საუთჰემპტონი" 28 ქულით მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულითაა მოშორებული.