ამ ამბავმა მისი ბაბუა ტრევორ ბერლინგემი ორმაგად გაახარა, რადგან შვილიშვილის "სამ ლომში" თამაში ისედაც საამაყოა და თანაც, ფული მოიგო.
სახელდობრ: 2014 წელს, როდესაც ლუისი ჯერ კიდევ "ლიდსში" ასპარეზობდა, ტრევორმა ფსონი დადო (500 ფუნტი), რომ კუკი სანამ 26 წლის გახდებოდა, ეროვნულ გუნდში ითამაშებდა და 17 ათასი მოიგო.
ამ სეზონში 21 წლის ლუისმა ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში კი 43 მატჩი აქვს ჩატარებული.