მოურინიო ფარიას მტრის ბანაკში გზავნის - ბარგს მე ჩავულაგებ!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს განცხადებით, შეთავაზების შემთხვევაში მისი ასისტენტი რუი ფარია ლონდონის "არსენალის" წინადადებას უნდა დათანხმდეს.

"რა თქმა უნდა, თუ ფარიას დამოუკიდებლად საქმიანობა სურს, უნდა წავიდეს. თუ ის ჩემთან მოვა და რჩევას მკითხავს, ვეტყვი, რომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

რუი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ასისტენტი. ის ჩემი ახლო მეგობარია და ჩვენ ერთად უკვე 18 წელია ვმუშაობთ.

მეგობარს თუ მიეცა საშუალება, კიდევ უფრო წინ წაიწიოს, უნდა დაეხმარო. ასეთ შემთხვევაში ფარიას სახლში ვესტუმრები, ჩანთას გავხსნი და ბარგს მე ჩავულაგებ.

რუის
ჯერ კიდევ მაშინ შევხვდი, როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტი იყო", - აღნიშნა მოურინიომ.

▶ "არსენალის" მწვრთნელი შესაძლოა ჟოზე მოურინიოს ასისტენტი გახდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული