ფრანგი ჟურნალისტის, რომან კოლე-გოდინის მტკიცებით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და ზაფხულში ფეკირი "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდება.
როგორც ცნობილია, "ლივერპული" მზად არის, "ლიონის" შემტევში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.
აქამდე ფეკირის მიმართ ინტერესს ლონდონური კლუბები "არსენალი" და "ჩელსი" იჩენდნენ.