კლოპი ფეკირს "ლივერპულში" გადასვლაზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ იურგენ კლოპი და ნაბილ ფეკირი შეხვდნენ ერთმანეთს.

ფრანგი ჟურნალისტის, რომან კოლე-გოდინის მტკიცებით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და ზაფხულში ფეკირი "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდება.

როგორც ცნობილია, "ლივერპული" მზად არის, "ლიონის" შემტევში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

აქამდე ფეკირის მიმართ ინტერესს ლონდონური კლუბები "არსენალი" და "ჩელსი" იჩენდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული