"დარწმუნებული ვარ, რომ "არსენალს" მომავალ წელს პრემიერლიგის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლია.
ის სულისკვეთება და რესურსი, რაც ამ გუნდში დევს, ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ჩვენ მიმდინარე სეზონში საშინაო ასპარეზზე ბრწყინვალე შედეგები გვქონდა. მომავალ წელს თუ გუნდი თამაშს საგარეო მატჩებშიც გამოასწორებს, "არსენალი" შესანიშნავ შედეგს მიიღებს.
ჩვენ სადღაც თავდაჯერებულობა დავკარგეთ. რამდენიმე მარცხის შემდეგ კონცენტრაცია ევროპის ლიგაზე მოვახდინეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ტურნირიც ვერ მოვიგეთ", - აღნიშნა ვენგერმა.