ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გუნდის მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტის დანიშვნას.
მას კონტრაქტს ამ კვირაში გაუფორმებენ.
ბრიტანული პრესის ცნობით, თითქმის გადაწყვეტილი იყო გუნდი მიკელ არტეტასთვის ჩაებარებინათ, მაგრამ ამის წინააღმდეგი კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი სტენ კრონკე წავიდნენ.