"ლივერპულმა" სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი იყიდა

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ლივერპულმა" 17 წლის ფორვარდი ბობი დანკანი იყიდა, რომელიც ლეგენდარული სტივენ ჯერარდის ბიძაშვილია.

ახალგაზრდა შემტევი "მანჩესტერ სიტის" 17-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. მის სანაცვლოდ მერსისაიდელებმა 200 000 ფუნტი გადაიხადეს.

დანკანი ასევე ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობს და მას ერთ-ერთი მიღწევაც ეკუთვნის.

2016 წელს ინგლისისა და ბრაზილიის 16-წლამდელთა ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში მან 3 გოლი გაიტანა, რაც ნებისმიერ დონეზე ბრაზილიელთა წინააღმდეგ არცერთ ინგლისელ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.

ის "ლივერპულის" 18-წლამდელთა გუნდში ითამაშებს, რომელსაც სტივენ ჯერარდის წასვლის შემდეგ ბარი ლიუტასი წვრთნის.

altსტივენ ჯერარდი ნაბი

კეიტას შეხვდა და 8-ნომრიანი მაისური გადასცა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული