"არსენალმა" "მილანის" ყოფილი მცველი დაიმატა და ზაფხულში მესამე ტრანსფერი განახორციელა

AutoSharing Option
"არსენალის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბმა "დორტმუნდიდან" 30 წლის ბერძენი მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი შეიძინა.

ლონდონელებმა მის სანაცვლოდ 16 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, ფეხბურთელს კი გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

სოკრატისს კარიერის განმავლობაში "ჯენოაში", "მილანსა" და "ვერდერში" უთამაშია, ბოლოს კი "დორტმუნდში" ირიცხებოდა.

ბერძენი მცველი "არსენალისთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მესამე შენაძენია.

"მეთოფეებმა" "ლევერკუზენიდან" ბერნდ ლენო, ხოლო "იუვენტუსიდან" სტეფან ლიხტშტაინერი უკვე დაიმატეს.

alt"არსენალმა" "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენო 22 მილიონად შეიძინა

 

altლონდონის "არსენალმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული