ოფიციალურად: ლონდონის "ჩელსიმ" ჟორჟინიო გაიფორმა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბმა "ნაპოლიდან" 26 წლის იტალიელი ნახევარმცველი ჟორჟინიო დაიმატა.

ტრანსფერის თანხამ 57 მილიონი ევრო შეადგინა, ამას გარდა, "არისტოკრატები" ბონუსის სახით "ნაპოლის" 8 მილიონ ევროსაც გადაუხდიან.

ჟორჟინიო ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მე-5 ნომერი აირჩია.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ გუნდის ნაწილი გავხდი, როგორიც "ჩელსია". ეს ტვირთი ადვილი არ არის, ამიტომ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

ასევე ძალიან მიხარია, რომ ისეთი დონის ჩემპიონატში თამაშის საშუალება მომეცა, როგორცი პრემიერლიგაა", - აღნიშნა ჟორჟინიომ.

altოფიციალურად: მაურიციო სარიმ "ჩელსი" ჩაიბარა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული