ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას გარეთ საუთგეიტის შენარჩუნება სურს

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას სურს, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports News-ი აქვეყნებს.

47 წლის სპეციალისტს კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა ასოციაციას სურს, რომ ის 2022 წლამდე გაგრძელდეს, რადგან არის საშიშროება, საუთგეიტი საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდეს.

ის ახლა შვებულებაში იმყოფება და საქმეს ერთ კვირაში უნდა დაუბრუნდეს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით, ინგლისის ნაკრები მუნდიალის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც ხორვატიასთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ბელგიასთან წააგო.

საუთგეიტს ასევე უმუშავია "მიდლსბროსა" და ინგლისის 21-წლამდელთა
ნაკრებშიც.

altადამ ლალანა: სწორად მოიქცა საუთგეიტი, მუნდიალზე რომ არ წამიყვანა

altგარეთ საუთგეიტი: 6-დღიანმა პაუზებმა შეიძლება ტრავმებისგან გადაგვარჩინოს

altგარეთ საუთგეიტი: მუნდიალის მოგება უნდა ვცადოთ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული