გარეთ საუთგეიტი: 6-დღიანმა პაუზებმა შეიძლება ტრავმებისგან გადაგვარჩინოს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ბელგიასთან, პანამასთან და ტუნისთან მოხვდა. ჩატარებულ წილისყრაზე კომენტარი "სამი ლომის" თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა გააკეთა:

"ბევრი მოგზაურობა მოგვიწევს, მატჩებს შორის 6-დღიანმა პაუზებმა შეიძლება ტრავმებისგან გადაგვარჩინოს. მგზავრობას უნდა შევეჩვიოთ. თამაშების დაწყების დრო ჩემთვის მისაღებია.

ახლა ჩვენმა ქვეყანამ იცის, რა გველის და შეუძლია ამისათვის მოემზადოს. ეროვნულ გუნდში ასპარეზობით ამაყი ვიყავი, მისი ხელმძღვანელობა კი რაღაც განსაკუთრებულია. ტურნირს მოუთმენლად ველი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული