Financial Times: კრონკემ უსმანოვისგან "არსენალის" 615 მლნ-ის აქციები შეიძინა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ძირითადმა აქციონერმა სტენ კრონკემ რუსეთის მილიარდერისგან, ალიშერ უსმანოვისგან აქციათა პაკეტი შეიძინა.

ახლა უკვე კრონკეს "არსენალის" აქციათა 97 პროცენტი ეკუთვნის.

გარიგების თანხამ 615 მლნ ევრო შეადგინა. აღნიშნული გარიგება აქციონერებს შორის მრავალწლიანი კონფლიქტის დასასრულად მოინათლა, - იტყობინება Financial Times-ი.

უსმანოვი კლუბის აქციათა მფლობელი 2007 წელს გახდა, კრონკე კი 4 თვის შემდეგ. უსმანოვისა და კრონკეს პერიოდში "არსენალმა" ინგლისის 3 თასი და 3 სუპერთასი მოიგო.

alt"არსენალი" დენი უელბეკს უფასოდ გაუშვებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
იყიდეთ ფეხბურთელებიიიიიიიიიიიიი
imereli
16:12 07-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული