"აბრამოვიჩი და უსმანოვი უნდა გამწკრივდნენ და პუტინის აგრესია დაგმონ" - აცხადებს ბრიტანელი პარლამენტარი

AutoSharing Option
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა კრის ბრაიანტმა გუშინ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩისთვის "ჩელსის" ჩამორთმევა მოითხოვა, დღეს კი მას და "არსენალის" აქციათა ყოფილ მფლობელს, ასევე რუს მილიარდერს, ალიშერ უსმანოვს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დაგმობა მოსთხოვა.

ბრაიანტი თვლის, რომ მათ და აგრეთვე იმათ, ვინც დიდ ბრიტანეთში პირველი კატეგორიის ვიზების მფლობელები არიან, ვალდებულნი ბრძანდებიან რუსეთის აგრესია დაგმონ.

"ისინი კამერების წინ უნდა გამწკრივდნენ და თქვან: "ღმერთო, ეს არ უნდა ხდებოდეს". წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ ისინი ისევ პუტინის დაქვემდებარებაში იმყოფებიან", - ციტირებს ბრაიანტს "ტელეგრაფი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ათობით მილიარდი რა? რუბლი? დოლარს ვერ იშოვიან აწი იქ და რუბლი გაიკეთონ ერთ ადგილას
სხვა რამე
00:47 26-02-2022
1
ბორია, შე დაყლევებულო, მაგათ ათობით მილიარდი რუსეთში აქვს და თითი საფეხბურთო გუნდი ლონდონში. მაგ ჭკუით თუ მუშაობ, როგორ გაჩერებენ თანმდეგობაზე? თუ სხვისი ჭკუის სწავლება გეხერხება მარტო.
ჟორა
22:28 25-02-2022
17

სიახლეები პოპულარული