პრემიერლიგა. III ტური: საბედისწერო რიკოშეტი [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ" პირველი ქულები დაკარგა. თუმცა "დაკარგა" შეიძლება მთლად ზუსტი შეფასება არ იყოს ჩვენი მხრიდან, რადგან პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ეს იყო "კარგი ქულა ძალიან კარგ გუნდთან" მატჩში.

"ყველამ ვიცით, რომ ამ სეზონში "ვულვზი" ძალიან კარგი გუნდია. ამიტომ ეს იყო კარგი ქულა ჩვენს აქტივში. ბევრი მომენტი შევქმენით, აგუერომ ძელსაც მოარტყა ბურთი... მაგრამ მეტოქესაც ჰქონდა მომენტები და აქედან გამომდინარე, მცველების თამაშით უკმაყოფილო ვარ. დღეს ჩვენი დაცვის ხაზი ვერ იყო სოლიდური", - დაიჩივლა გვარდიოლამ, რომლის გუნდმა თამაში ემერიკ ლაპორტის თავურით გადაარჩინა.

სხვათა შორის, ეს იყო ფრანგი ფეხბურთელის მიერ პრემიერლიგაში გატანილი 1500-ე გოლი. მატჩის პირველი გოლიც ფრანგის (ვილი ბოლი) იყო, ოღონდ, ხელის დახმარებით.


"მანჩესტერ სიტის" არ იყოს, შთამბეჭდავად ვერც "ლივერპულმა" ითამაშა. მართალია, მოჰამედ სალაჰმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი კლასი, მაგრამ ეს იყო და ეს. მეორე ტაიმში, გათამამდა რა "ლივერპულის" პასიურობის ხარჯზე, მომენტები "ბრაიტონმაც" შექმნა. ერთ ეპიზოდში, ალისონ ბეკერმა აშკარა გოლისგან იხსნა თავისიანები.

"დღეს ჩვენ ვერ ვითამაშეთ კარგად და ეს უნდა ვაღიაროთ, თუმცა არც ის არის საეჭვო, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. დავინახეთ ისიც, რომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო", - თქვა "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.

საინტერესო ფაქტია - "წითლებმა" ზედიზედ მესამე მატჩში არ გაუშვეს გოლი, რაც ამ სეზონის ერთ-ერთ სიურპრიზად შეიძლება მივიჩნიოთ. ამასთან დაკავშირებით, საგულისხმო სტატისტიკური მონაცემი გვაქვს - მას მერე (2018 წლის იანვრიდან), რაც ვირჯილ ვან დეიკი დგას "ლივერპულის" დაცვაში, კლოპის გუნდმა 18 მატჩში 11-ჯერ შეინახა კარი "მშრალად".


ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ "არსენალმა" პირველი გამარჯვება იზეიმა, თუმცა ერთია 3 ქულა და მეორე - თამაშის ხარისხი, რომელიც, უნაი ემერის თქმით, ძალიან შორს არის იდეალურისგან.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მატჩის გადამწყვეტი მომენტი იყო "ვესტ ჰემის" დებიუტანტ ისა დიოპის ავტოგოლი. ბოლოსკენ კი "ჩაქუჩებმა" ზურგი მოაშიშვლეს და მეთვალყურის გარეშე დატოვეს დენი უელბეკი, რომელმაც თამაშს წერტილი დაუსვა.

"რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები ვართ გამარჯვებით, მით უმეტეს, ძლიერი ოპონენტი გვყავდა, თუმცა ძალიან ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი", - ასეთი იყო ემერისეული შეფასება.


"ჩელსიმ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, თუმცა ამჯერად გვარიანად გაუმართლა. თამაშს არაფერი ეტყობოდა საიმისო, რომ სამი გოლი გავიდოდა, არადა, ამ სამ გოლს სულ რაღაც 11 წუთი დასჭირდა.

მაურიციო სარიმ პირველად დააყენა ძირითადში ედენ აზარი, რომელმაც 11-მეტრიანის ნიშნულიდან "ჩელსიში" თავისი 70-ე გოლი შეაგდო და ამ შედეგით კლუბის ბომბარდირთა იერარქიაში მხოლოდ მესამეა ფრენკ ლემპარდისა (147) და დიდიე დროგბას (107) შემდეგ.

ამის შემდეგ იყო ხოსელუს შესანიშნავი თავური, ბოლოს კი დეანდრე იედლინის საბედისწერო რიკოშეტი.


ფაქტები
  • პრემიერლიგის ბოლო 18 მატჩში პირველად მოხდა, რომ "მანჩესტერ სიტი" მდევრის როლში აღმოჩნდა და ვერ შეძლო თამაშის გადარჩენა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, "ლივერპულთან" წაგების (3:4) შემდეგ.
  • 2017 წლის მაისის შემდეგ "ლივერპულმა" პირველად ითამაშა ზედიზედ 3 მატჩი ერთი და იმავე შემადგენლობით.
  • "არსენალი" არ დამარცხებულა ბოლო 10 ლონდონურ დერბიში (7 მოგება, 3 ფრე).
  • "ბორნმუთისა" და "ევერტონის" ბოლო 7 დაპირისპირებაში, რომელშიც სულ 29(!) გოლი გავიდა, საშუალო შედეგიანობა 4.14 გოლს აღწევს ერთ მატჩში. ეს არის ყველაზე მაღალი შედეგიანობა იმ მეტოქეთათვის, რომლებმაც ერთმანეთში 6 და მეტი მატჩი ჩაატარეს.
  • "ბორნმუთთან" მატჩში "ევერტონის" 91-ე ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან, რაც პრემიერლიგის ანტირეკორდია.
  • ინგლისის ტოპ-ლიგის ისტორიაში "უოტფორდმა" პირველად მოახერხა სტარტზე ზედიზედ სამი მატჩის მოგება.
  • "ფულჰემში" მისვლის შემდეგ (2018 წლის თებერვალი) ალექსანდრ მიტროვიჩმა 15 გოლი გაიტანა. ანალოგიურ პერიოდში ამდენივე გაიტანა მოჰამედ სალაჰმაც, რაც ყველაზე მაღალი შედეგია ინგლისის ოთხ წამყვან ლიგაში.

პრემიერლიგა. III ტური
ვულვზი-მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 1:0 ბოლი (57), 1:1 ლაპორტი (69)
სიტი (4-2-3-1): ედერსონი - უოლკერი, კომპანი, ლაპორტი, მენდი - ფერნანდინიო, გიუნდოგანი (77. სანე) - ბერნარდო სილვა (62. გაბრიელ ჟეზუში), სტერლინგი (85. მაჰრეზი), დავიდ სილვა - აგუერო.

არსენალი-ვესტ ჰემი 3:1
გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (25), 1:1 მონრეალი (30), 2:1 დიოპი (70-საკ. კარში), 3:1 უელბეკი (90+2)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, პაპასტატოპულოსი, მონრეალი - გენდუზი (56. ტორეირა), ჯაკა - მხითარიანი, რემზი, ივობი (46. ლაკაზეტი) - ობამეიანგი (75. უელბეკი).

ბორნმუთი-ევერტონი 2:2
გოლები: 0:1 უოლკოტი (56), 0:2 კინი (66), 1:2 ჯ. კინგი (75-პენ), 2:2 აკე (79)
გაძევება: რიჩარლისონი (41. ევერტონი), სმიტი (61. ბორნმუთი)

ჰადერსფილდი-კარდიფი 0:0
გაძევება: ჰოში (63. ჰადერსფილდი)

საუთჰემპტონი-ლესტერი 1:2
გოლები: 1:0 ბერტრანდი (52), 1:1 დ. გრეი (56), 1:2 მაგუაირი (90+2)
გაძევება: ჰოიბერგი (77. საუთჰემპტონი)

ლივერპული-ბრაიტონი 1:0
გოლები: 1:0 სალაჰი (23)
ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი (89. მატიპი), გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი - მილნერი, ვეინალდუმი, კეიტა (67. ჰენდერსონი) - სალაჰი, მანე (80. სტარიჯი), ფირმინო.

უოტფორდი-კრ. პალასი 2:1
გოლები: 1:0 რობერტო პერეირა (53), 2:0 ჰოლებასი (73), 2:1 ზაჰა (78)

ფულჰემი-ბარნლი 4:2
გოლები: 1:0 სერი (4), 1:1 ჰენდრიკი (10), 2:1 მიტროვიჩი (36), 3:1 მიტროვიჩი (38), 3:2 ტარკოვსკი (41), 4:2 შიურლე (83)

ნიუკასლი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 აზარი (76-პენ), 1:1 ხოსელუ (83), 1:2 იედლინი (87-საკ. კარში)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (79. ბარკლი) - პედრო (69. ვილიანი), აზარი, მორატა (65. ჟირუ).

ორშაბათი. 27 აგვისტო
მანჩესტერ იუნ-ტოტენჰემი 23:00

ბომბარდირები: 3 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული), რიჩარლისონი (ევერტონი), ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულჰემი), რობერტო პერეირა (უოტფორდი).

მომდევნო ტური
1-ლი სექტემბერი. ლესტერი-ლივერპული, ბრაიტონი-ფულჰემი, ჩელსი-ბორნმუთი, კრ. პალასი-საუთჰემპტონი, ევერტონი-ჰადერსფილდი, ვესტ ჰემი-ვულვზი, მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი
2 სექტემბერი. კარდიფი-არსენალი, ბარნლი-მანჩესტერ იუნაიტედი, უოტფორდი-ტოტენჰემი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სიტის კარში გატანილი გოლი არა მარტო ხელით იყო გატანილი,არამედ მანამდე მის თანაგუნდელს მოხვდა ხელზე,და თანაც ამის შემდეგ, გოლის ავტორი, თამაშგარეში იყო.
სოსო
13:15 27-08-2018
0
1500-ე გოლი იყოო რომ გიწერიათ, ერთი ,,ნული'' არ გეზედმეტებათ თვალშუ? :)
ნათია
17:25 27-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული