"ლივერპულის" ფეხბურთელმა სადიო მანემ ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ სისწრაფეზე ისაუბრა.
"მოვუგებდი თუ არა სალაჰს? რა თქმა უნდა. მე მასზე სწრაფი ვარ. შეიძლება მოკლე მანძილზე ვერა, მაგრამ 100 ან 200 მეტრზე მას გავასწრებ", - ციტირებს 26 წლის სენეგალელის სიტყვებს Marca.
მიმდინარე სეზონში მანემ 3 მატჩში უკვე გაიტანა 3 გოლი.