კლოპი: მინოლეს არ უნდა სათადარიგოობა? ჩვენთან კარგი ხელფასებია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა მეკარე სიმონე მინოლეს ნათქვამზე გააკეთა კომენტარი, რომელიც გუნდიდან წასვლას აპირებს.

"სახალხოდ პირად პრობლემებზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. ყოველთვის სჯობს ერთმანეთს ყველაფერი პირში ვუთხრათ. მე მუდამ ასეთი საქციელი უფრო მომწონს.

თუმცა, ყველაფერი ნორმალურადაა. სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არავის არ მოსწონს. ის პროფესიონალი და ტოპ-კიპერია. რა თქმა უნდა, მეორეობა არ აწყობს.

ისე, ცხოვრებაში ამაზე უარესი რამეები ხდება. თანაც, ჩვენთან კარგი ხელფასებია. უჯობს ჯერ მე დამელაპარაკოს და მერე ჟურნალისტებს".

altსიმონე მინოლეს სათადარიგოობა არ აწყობს და "ლივერპულის" დატოვებას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული