"ლივერპულმა" პრემიერლიგაზე ზიდიზედ მეოთხე მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-4 ტურში "ლივერპულმა" სტუმრად 2:1 სძლია "ლესტერს".

ანგარიში დებიუტში სადიო მანემ გახსნა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი რობერტო ფირმინომ მეორედ დალაშქრა კასპერ შმეიხელის კარი.

ფირმინომ გოლი ჯეიმს მილნერის პასით გაიტანა. ეს პრემიერლიგაზე მილნერის მე-80 საგოლე გადაცემაა და ამ მაჩვენებლით დევიდ ბექჰემს დაეწია. მათზე მეტი საგოლე გადაცემა შესრულებული აქვთ რაიან გიგზს (162), სესკ ფაბრეგასს (111), უეინ რუნის (103), ფრენკ ლამპარდს (102), დენის ბერგკამპს (94) და სტივენ ჯერარდს (92).

მეორე ტაიმში მასპინძლები თამაშის შემოტრიალებას და ქულის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის
მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს. თავი რაშიდ გეზალმა მეკარე ალისონის უხეში შეცდომის შემდეგ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ეს ამ სეზონში მერსისაიდული გუნდის მიერ პირველი გაშვებული გოლია.

"წითლებმა" ინგლისის ჩემპიონატის სტარტზე ოთხივე შეხვედრა მოიგეს და ერთპიროვნული ლიდერები არიან. ამ გუნდმა სტარტზე ოთხივე შესხვერაში გამარჯვება ბოლოს 1990 წელს იზეიმა, როდესაც გუნდს კენი დალგლიში ედგა სათავეში და იმ სეზონში მეორე ადგილზე გავიდნენ.

alt"ლივერპულმა" სალაჰის გოლით "ბრაიტონი" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული