პრემიერლიგაში აგვისტოს თვის საუკეთესოები გამოარჩიეს [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგაში აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელი, მოთამაშე და გოლი დაასახელეს.

აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ლუკას მოურას ერგო.

მან თავისი პირველი პრემიერლიგური გოლი "ფულჰემს" გაუტანა, ხოლო შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოგებულ შეხვედრაში დუბლი მიითვალა.

მოურას "ტოტენჰემი" 15 სექტემბერს "უემბლიზე" "ლივერპულს" შეხვდება.

თვის საუკეთესო სპეციალისტის პრიზი "უოტფორდის" თავკაც ხავი გარსიას გადაეცა. მისმა გუნდმა გასულ თვეში სამ მატჩში ცხრა ქულის მოგროვება მოახერხა. ამასთანავე, "ჩელსისა" და "ლივერპულთან" ერთად ერთადერთი გუნდია, რომელსაც განვლილ ოთხ ტურში ოთხი გამარჯვება აქვს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც იანვარში ესპანელი მწვრთნელი "უოტფორდში"
დანიშნეს, მასზე მეტი მატჩი პრემიერლიგაში საკუთარ მოედანზე არავის მოუგია.

მისი კლუბი 15 სექტემბერს სანაკრებო პაუზის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.

Sportall.Ge

თვის საუკეთესო გოლის ავტორი კი "ფულჰემის" კოტდივუარელი ახალწვეული მიშელ სერი გახდა, რომელმაც გოლი "ბარნლის" გაუტანა. ეს მისი პირველი გოლია პრემიერლიგაში.


altნეიმარი: ლუკას მოურას პსჟ-ში უსამართლოდ მოექცნენ

altპრემიერლიგა. IV ტური: "უოტფორდის" პატარა სასწაული და გადარჩენილი მოურინიო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული