"ვულვერჰემპტონის" ფეხბურთელს BMW-ს ოთხივე საბურავი მოპარეს
AutoSharing Option
"ვულვერჰემპტონის" ლიდერმა რაიან ბენეტმა დილით გაიღვიძა და ვარჯიშზე წასვლა დააპირა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მის BMW-ს არც ერთი საბურავი არ ჰქონდა.
მან ეს ამბავი ტვიტერით იუწყა:"არასასიამოვნოა, როდესაც გაიღვიძებ და ნახავ, რომ ვიღაც ნაძირალამ შენი ავტომობილის BMW x5-ის Dunlop-ის ოთხივე საბურავი მოიპარა. გთხოვთ, თუ რაიმე შეიტყვეთ, აუცილებლად მაცნობეთ".