ხულიენ ლოპეტეგიმ "ვულვერჰემპტონი" დატოვა

AutoSharing Option
56 წლის ესპანელმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ "ვულვერჰემპტონი" დატოვა, - იტყობინება ინგლისური კლუბის საიტი.

ლოპეტეგიმ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ლოპეტეგისთან ერთად გუნდს მისი სამწვრთნელო შტაბიც დატოვებს.

ლოპეტეგის მიერ გუნდის დატოვების მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე საკვანძო საკითხში შეუთანხმებლობა იყო.

ხულიენმა "ვულვერჰემპტონი" 2022 წლის ნოემბერში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგაში მეცამეტე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მას შემდეგ რაც ამან ესპანეთის ნაკრებში იკადრა ყველაფერის ღირსია, კიც მისდის საქმე შესაბამისად
სიმართლე
10:45 09-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული