ჯონ ტერიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში 19 წელი გაატარა, ბოლოს კი ერთი სეზონის განმავლობაში "ასტონ ვილას" რიგებში ასპარეზობდა.

"23 შესანიშნავი წლის შემდეგ კარიერის დასრულება გადავწყვიტე. 14 წლის ასაკში საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე და ლონდონის "ჩელსის" შევუერთდი. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს. ახლა კი ცხოვრებაში ახალ თავს ველოდები" - დაწერა ჯონ ტერიმ Instagram-ზე.

ინგლისელ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში მოსკოვის "სპარტაკს" უკავშირებდნენ. თითქოს შეთანხმებაც მიღწეული იყო, თუმცა საბოლოოდ ჯონ ტერიმ რუსულ კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა.

37
წლის ფეხბურთელმა "ჩელსისთან" ერთად 17 ტიტული, მათ შორის, 5 პრემიერლიგა მოიგო. ინგლისის ნაკრების მაისურით კი 78 მატჩი ჩაატარა.

altჯონ ტერიმ "სპარტაკს" შეთანხმებულზე 1.4 მილიონით მეტი მოსთხოვა

altრატომ არ გადავიდა ტერი სპარტაკში?- ეგონა, რუსეთში დათვები ველოსიპედებით დასეირნობდნენ და არაყს სვამდნენ?

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯონ ტერი, იგივე ჯონ მტერი, იგივე ჯონ მტვერი, ანუ ჯონ მერი? ეგღა გვაკლია, ვითომ კალაძე არ გვეყოფოდა
გალაკტიონი
15:43 08-10-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული