
"ხანგრძლივი და სერიოზული ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე "სპარტაკს" უარი ვუთხრა. ამ კლუბს მადლობას ვუხდი და წარმატებას ვუსურვებ.
ამბიციური კლუბია, მაგრამ ოჯახთან მოთათბირების შემდეგ გადვწყვიტე, რომ ეს ჩემთვის არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა", - დაწერა მან ინსტაგრამზე.
ტერი თავიდან "სპარტაკს" 1.8-მილიონევროიან სეზონურ გასამრჯელოზე შეუთანხმდა, მერე ხელფასის 1.4 მილიონით მომატება მოითხოვა, ბოლოს კი საერთოდ უარი უთხრა. საქმე იმაშია, რომ "ასტონ ვილამ", რომლის ღირსებასაც გასულ სეზონში იცავდა, კონტრაქტის გაფორმება და 3.1-მილიონფუნტიანი ანაზღაურება შესთავაზა.
"სპარტაკის" ყოფილმა თავდამსხმელმა რომან პავლიუჩენკომ კი თქვა, რომ ეს ხუმრობა და პიარ-სვლა იყო.
ჯონ ტერიმ "სპარტაკს" შეთანხმებულზე 1.4 მილიონით მეტი მოსთხოვა