![](https://sportall.ge/pictures/image5/ac140a40bafc30f0ffe9543bc3126d40.jpg)
გაბრიელ ჟეზუშის თქმით, ის პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებით ბედნიერი არ ყოფილა და პენალტის დარტყმა თავად სურდა.
"ცხადია, ბედნიერი არ ვარ. პენალტის დარტყმაში ვვარჯიშობდი, მაგრამ კარგია, რომ არ წავაგეთ. პეპთან უკვე ვისაუბრე. ეს ფეხბურთის ნაწილია. თუ მომავალში მწვრთნელი ისევ მაჰრეზს დაავალებს პენალტის დარტყმას, მე მას მხარს დავუჭერ." - განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.
მატჩის შემდეგ პეპ გვარდიოლამ გაბრიელ ჟეზუშს ბოდიში მოუხადა.