"არსენალმა" ზედიზედ 10 მატჩი მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-9 ტურის დასკვნით მატჩში "არსენალმა" ლონდონში "ლესტერი" 3:1 დაამარცხა.

სტუმრები ბელერინის ავტოგოლით დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებაზე გასვლის წინ იოზილმა საპასუხო გოლი "გასახდელში გააყოლა". მან პრემიერლიგაზე გერმანელ ლეგიონერთა შორის იურგენ კლინსმანის მიღწევა გაიმეორა - 30 გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე ობამეიანგი შევიდა და 5 წუთში დუბლი შეასრულა.

ჩემპიონატის სტარტზე 2 წაგების შემდეგ "მეთოფეებმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 10 მატჩი მოიგეს, რაც უკანასკნელი 11 წლის მანძილზე პირველად მოახერხეს.

"არსენალმა" 21 ქულა დააგროვა, მე-4 ადგილზე გადავიდა და 28 აგვისტოს ინგლისის პირველობის მორიგ ტურში "კრისტალ
პალასს" ხვდება, იქამდე კი 25 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე ლისაბონში "სპორტინგს" დაუპირისპირდება.

ლონდონი. "ემირეითსი". 59 886 მაყურებელი
არსენალი - ლესტერი 3:1
გოლები: 0:1 ბელერინი (31, საკ. კარში), 1:1 იოზილი (45), 2:1 ობამეიანგი (63), 3:1 ობამეიანგი (66)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული