მაურისიო პოჩეტინო: დღეს ყველაზე ცუდად ვგრძნობ თავს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო დღეს, 29 ოქტომბერს "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ პესიმისტურად არის განწყობილი.

არგენტინელი სპეციალისტის თქმით, გუნდთან ერთად თავს წინა წლებში უფრო კარგად გრძნობდა, ვიდრე დღეს.

"ეს სეზონი უცნაურია, რადგან დღეს ყველაზე ცუდად ვგრძნობ თავს, ვიდრე იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში საუკეთესო სტარტი გვაქვს, მე მაინც ასეთი შეგრძნება გამაჩნია.

უცნაურია, არა? ახსნა მიჭირს, მაგრამ ბევრი რამ ხდება. ახალი მოედნის გახსნას ისევ ველოდებით, არადა, სეზონის დაწყებისას უნდა ყოფილიყო. როგორც გუნდს, არაფერი მოგვიგია.
როცა გადამწყვეტ თამაშამდე მივდივართ, ყოველთვის ვმარცხდებით.

რაღაც უნდა შევცვალოთ, ან იქნებ ეს ვერც ვერასდროს ვისწავლოთ, რადგან რაღაც დონის ზევით ასვლა არც შეგვიძლია" - განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი პრემიერლიგაში 21 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, "მანჩესტერ სიტისთან" მატჩს კი დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე გამართავს.

altპრემიერლიგა. X ტური: ტრაგედიის ფონზე... [VIDEO]

altზამთარში მალკომის შეძენას "ტოტენჰემი" ეცდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული