"მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" სძლია, მარეზმა გოლი თავისი ყოფილი კლუბის გარდაცვლილ მფლობელს მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-10 ტურის დასკვნით მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" ლონდონში "ტოტენჰემი" 1:0 დაამარცხა.

"სიტიმ" "დეზების" ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

28 ოქტომბერს "უემბლიზე" ამერიკის ფეხბურთის მატჩი ჩატარდა "ფილადელფია იგლზსა" და "ჯეკსონვილ იაგუარს" შორის და მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო.

ერთადერთი გოლი მარეზმა გაიტანა და თავისი ყოფილი კლუბის გარდაცვლილ პრეზიდენტს ვიშაი  შრივადანაპრაბჰის მიუძღვნა.

"ქალაქელებმა" 26 ქულა დააგროვეს და რადგან "ლივერპულზე" უკეთესი ბურთების შეფარდება აქვთ, პირველ ადგილზე არიან.

ლონდონი. "უემბლი". 56 854 მაყურებელი
ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი 0:1
გოლი: 0:1 მარეზი (6)

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი, დევისი, სანჩესი,
დემბელე (ალი 75), სისოკო, ლამელა, ლუკას მოურა (ერიკსენი 81), დაიერი (უინკსი 67), კეინი

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, მენდი, ლაპორტე, სტოუნსი, დავიდ სილვა (კომპანი 89), ფერნანდინიო, მარეზი (გაბრიელ ჟეზუსი 90+2), ბერნანდო სილვა, აგუერო (დე ბრიუნე 71), სტერლინგი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული