"მანჩესტერ იუნაიტედი" ცოტა მოფერიანდა "ევერტონთან" მოგებული თამაშის შემდეგ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ჟოზე მოურინიოს გუნდს თუ უნდა, რეალურად გაერიოს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის მებრძოლი გუნდების
არადა, ეს "ბორნმუთიც" არ არის იოლი მეტოქე. ედი ჰოუის ბიჭებს გოლების გატანა ეხერხებათ, ამ დროს კი "იუნაიტედს" დაცვაში გარკვეული პრობლემები აქვს...
"ჩელსიმ" საშინაო ასპარეზზე უსათუოდ უნდა დაამარცხოს "კრისტალ პალასი". ეგაა, სტუმრები გვარიანად მოტივირებულნი და გულმოცემულები არიან მას შემდეგ, რაც წინა ტურში შინ ქულა გამოჰგლიჯეს "არსენალს".
"ტოტენჰემში" სამწვრთნელო ცვლილებას არ გამორიცხავენ. ბევრის აზრით, მაურისიო პოჩეტინომ ამ გუნდში საკუთარი თავი ამოწურა. დავამატოთ ამას ისიც, რომ ერთ-ერთი ინფორმაციით, მას მადრიდის "რეალში" ელიან. "დეზებს" რთული შეხვედრა ელით - "ვულვზი" იოლი მოწინააღმდეგე არავისთვის არის.
რა თქმა უნდა, შესანიშნავ ფორმაში მყოფ "მანჩესტერ სიტის" პრობლემა არ უნდა შეექმნას "საუთჰემპტონთან" ჯახში. ვთქვათ ისიც, რომ ყველასთვის ცნობილი შემზარავი ტრაგედიის შემდეგ "ლესტერი" "კარდიფთან" სათამაშოდ... ავტობუსით გაემგზავრა.
ფაქტები
- "მანჩესტერმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ბორნმუთს".
- "ლესტერს" 3 ტურია, არ მოუგია.
- "ევერტონი" ისტორიაში მესამედ შეხვდება "ბრაიტონს".
- "ნიუკასლი" ჯერაც ორიდან ერთი მოუგებელი გუნდია პრემიერლიგაში.
- "არსენალისა" და "ლივერპულის" ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "ვულვზისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 3 შეხვედრიდან 2 ფრედ დასრულდა.
- "მანჩესტერ სიტიმ" მიჯრით 3 თამაში მოუგო "საუთჰემპტონს".
- "ჩელსისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო სამ შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
პრემიერლიგა. XI ტური
შაბათი, 3 ნოემბერი
ბორნმუთი-მანჩესტერ იუნ 16:30
კარდიფი-ლესტერი 19:00
ევერტონი-ბრაიტონი 19:00
ნიუკასლი-უოტფორდი 19:00
ვესტ ჰემი-ბარნლი 19:00
არსენალი-ლივერპული 21:30
ვულვზი-ტოტენჰემი 23:45
კვირა, 4 ნოემბერი
მანჩესტერ სიტი-საუთჰემპტონი 19:00
ჩელსი-კრისტალ პალასი 20:00
ორშაბათი, 5 ნოემბერი
ჰადერსფილდი-ფულჰემი 23:59
ბომბარდირები: 7 - ედენ აზარი (ჩელსი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), სადიო მანე (ლივერპული).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"