კლაუდიო რანიერი პრემიერლიგაში დაბრუნდა - იტალიელ მწვრთნელს "ფულჰემის" გადარჩენა დაავალეს

AutoSharing Option
"ფულჰემმა" არასახარბიელო შედეგების გამო მთავარი მწვრთნელი სლავიშა იოკაონივიჩი გადააყენა და მის ნაცვლად კლუბს "ლესტერის" ყოფილი დამრიგებელი კლაუდიო რანიერი გაწვრთნის.

"ფულჰემმა" გასული სატრანსფერო ფანჯრისას დიდი ფული დახარჯა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კლუბი პრემიერლიგაში 5 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.

იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და მისი მთავარი დავალება "ფულჰემის" პრემიერლიგაში დატოვებაა.

კლაუდიო რანიერი ბოლოს "ნანტს" წვრთნიდა, 2015-16 წლების სეზონში კი "ლესტერთან" ერთად პრემიერლიგა მოიგო.


altკლაუდიო რანიერი: თუ იტალიიდან დამიკავშირდებიან...

alt"ფულჰემმა" მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი ინათხოვრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული