პრემიერლიგა. XIV ტურის წინ: მერსისაიდული და ლონდონური დერბის ხიბლი

AutoSharing Option
პრემერლიგური უქმეების განხილვა მერსისაიდული დერბით დავიწყოთ. მით უმეტეს, თუ სტატუსს ავიღებთ, ის მაინც მაღლა დგას ლონდონურზე.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დერბი ბოლო დროს ხან ასეთი გამოდის და ხან ისეთი, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ამჯერად ყველაფერი შემტევი ფეხბურთის სასარგებლოდ გადაწყდება.

"ლივერპული" გადაღლილია იმ მომქანცველი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში "პარი სენ-ჟერმენთან" გადაიტანა. "ევერტონს" კი საზრუნავად მხოლოდ შინაური ჩემპიონატი აქვს.

არანაკლებ დაძაბული უნდა იყოს ლონდონური დერბი. "ტოტენჰემი" დაღლილია "ლივერპულის" დარად, რადგან ჩემპიონთა ლიგაში "ინტერს" შეება. "არსენალმა" კი ითამაშა ევროპის ლიგაზე, სადაც მას
სატურნირო ამოცანა გადაჭრილი აქვს.

"ჩელსი" ბოლო დროს ვერ არის იდეალურ ფორმაში. მაურიციო სარის გაწვრთნილ გუნდს იდეალური საშუალება ეძლევა, დაივიწყოს წარუმატებლობა. მართალია, "ფულჰემი" ცოტა ხნის წინ კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა, მაგრამ წესით, ლონდონელებს მაინც არ უნდა ჰქონდეთ იმდენი ძალა, რომ უფრო ძლიერი თანაქალაქელები შეაჩერონ.

"მანჩესტერ იუნაიტედს" "საუთჰემპტონთან" გასვლით შეხვედრაში უეჭველად მოგება მართებს. გუნდი კარგ ხასიათზე უნდა იყოს იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წამს დაამარცხა "იანგ ბოიზი".

"სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს დაუძვრა მარცხს "ლიონთან". "ბორნმუთთან" შეხვედრაში მანჩესტერული კლუბი აშკარა ფავორიტია. პრემიერლიგაში "სიტი" უბრალოდ შეუჩერებელია. თან პეპ გვარდიოლას გუნდმა კარგად იცის, რომ "ლივერპული" შეჩერებას არ აპირებს.

ფაქტები
  • "კრისტალ პალასისა" და "ბარნლის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • პრემიერლიგის ბოლო 3 შეხვედრაში "ბრაიტონმა" გაუშვა და გაიტანა.
  • "სიტიმ" ზედიზედ 6 თამაში მოუგო "ბორნმუთს".
  • "ნიუკასლმა" ზედიზედ 3 შეხვედრაში შეძლო "ვესტ ჰემის" დამარცხება.
  • "საუთჰემპტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ჩელსიმ" ზედიზედ 3 შეხვედრაში აჯობა "ფულჰემს".
  • "არსენალისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ლივერპულისა" და "ევერტონის" ბოლო შეხვედრაში გოლი არ გასულა.

პრემიერლიგა. XIV ტური
პარასკევი, 30 ნოემბერი
კარდიფი-ვულვზი 2:1
გოლები: 0:1 მეტ დოჰერტი (18), 1:1 არონ გუნარსონი (65), 1:2 ჯუნიორ ჰოილეტი (77)

შაბათი, 1 დეკემბერი
კრ. პალასი-ბარნლი 19:00
ჰადერსფილდი-ბრაიტონი 19:00
ლესტერი-უოტფორდი 19:00
მანჩესტერ სიტი-ბორნმუთი 19:00
ნიუკასლი-ვესტ ჰემი 19:00
საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნ 21:30

კვირა, 2 დეკემბერი
ჩელსი-ფულჰემი 16:00
არსენალი-ტოტენჰემი 18:05
ლივერპული-ევერტონი 20:15

ბომბარდირები: 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 7 - ედენ აზარი (ჩელსი), გლენ მარეი (ბრაიტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რაჰიმ სტერლინგი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულჰემი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული