პრემიერლიგის მე-17 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ევერტონი" 3:1 დაამარცხა.
"მანჩესტერ სიტიმ" 44 ქულა დააგროვა და გალიდერდა, მაგრამ თუ ხვალ "ლივერპულმა" სახლში "მანჩესტერს" სძლია, პირველ ადგილს დაიბრუნებს.
გაბრიელ ჟეზუსმა უგოლო სერიის შემდეგ, რომელმაც 487 წუთი შეადგინა, დუბლი შეასრულა და განაცხადა, რომ თამაშს მისი ოჯახი დაესწრო და ამან ძალები შემატა.
"ქალაქელების" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ "ლივერპულის" თამაშს აუცილებლად უყურებს.
მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - ევერტონი 3:1
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუსი (22), 2:0 გაბრიელ ჟეზუსი (50), კალვერტ-ლეინი (65), 3:1 სტერლინგი (69)