ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ლესტერი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ანგარიში პირველ ტაიმში კევინ დე ბრიუნემ გახსნა, მეორე ტაიმში მარკ ალბრიგტონმა საპასუხო გოლი გაიტანა 1:1.
პენალტების სერიაში "ქალაქელებმა" 3:1 იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
დე ბრიუნემ, რომელმაც ამ სეზონში ორჯერ მიიღო ტრავმა, პირველი გოლი გაიტანა.
ლესტერი: უორდი, სიმპსონი, სეინჯიუ, ფუკსი, მაგუაირი, ნდიდი, იბორა (ოლბრაიტონი 61), გეზალი (მედისონი 53), ჩოუდური, გრეი, იჰენაჩო (პერეირა 81)
მანჩესტერ სიტი: მურიჩი, უოკერი, გარსია, ოტამენდი, სტოუნზი, ფოდენი, ზინჩენკო, მარეზი, დე ბრიუნე (გიუნდოგანი 71), დიასი (სტერლინგი 66), აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 76)