"მანჩესტერ სიტიმ" პენალტების სერიაში "ლესტერს" სძლია და ინლისის ლიგის თასის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ლესტერი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ანგარიში პირველ ტაიმში კევინ დე ბრიუნემ გახსნა, მეორე ტაიმში მარკ ალბრიგტონმა საპასუხო გოლი გაიტანა 1:1.

პენალტების სერიაში "ქალაქელებმა" 3:1 იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

დე ბრიუნემ, რომელმაც ამ სეზონში ორჯერ მიიღო ტრავმა, პირველი გოლი გაიტანა.

ლესტერი: უორდი, სიმპსონი, სეინჯიუ, ფუკსი, მაგუაირი, ნდიდი, იბორა (ოლბრაიტონი 61), გეზალი (მედისონი 53), ჩოუდური, გრეი, იჰენაჩო (პერეირა 81)

მანჩესტერ სიტი: მურიჩი, უოკერი, გარსია, ოტამენდი, სტოუნზი, ფოდენი, ზინჩენკო, მარეზი, დე
ბრიუნე (გიუნდოგანი 71), დიასი (სტერლინგი 66), აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 76)

alt"მანჩესტერ სიტი" "რეალს" ისკოში 86 მილიონს შესთავაზებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული