პრემიერლიგა. XX ტურის წინ: "ენფილდზე" სიგიჟეებს ველით

AutoSharing Option
"ლივერპულისა" და "არსენალის" მატჩი იქნება პრემიერლიგის მორიგი ტურის მთავარი მოვლენა.

პირდაპირ უნდა დავწეროთ, რომ "ენფილდზე" საფეხბურთო სიგიჟეებს ველით. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი ძალიან შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ორივე გრანდს გარკვეული პრობლემები აქვს დაცვაში და ეს მათ აიძულებს, კიდევ უფრო მეტი ძალა გადაისროლონ შეტევაში.

საინტერესოა იურგენ კლოპის დუელი უნაი ემერისთან, ასევე, მოჰამედ სალაჰისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის უშუალო დაპირისპირება. მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, კარგი სანახაობა და ბევრი გოლი ვინატროთ. ამის ყველანაირი საფუძველი გვაქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა მოუგოს "ბორნმუთს". ოლე გუნარ სოლსკაიერის
გუნდმა უნდა აკრიფოს ქულები, რათა სანუკვარი ოთხეული აღარ იყოს ისე შორს, როგორც ახლაა.

"იუნაიტედს" ყველა უნდა უფრთხოდეს, რაკი სოლსკაიერის მისვლა და სერ ალექს ფერგიუსონის დიდ ფეხბურთში დაბრუნება (თუნდაც კონსულტანტის სტატუსით) ერთი იყო.

"ტოტენჰემი" მორიგი გამარჯვების მოპოვებას "ვულვზთან" შეხვედრაში ეცდება. "მგლებმა" მიმდინარე სეზონში არაერთხელ გვიჩვენეს, რომ მათთან ხუმრობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს "დეზებმა" ძალიან კარგად იციან.

"ჩელსი" ფრთხილად უნდა იყოს "კრისტალ პალასთან" გასვლით მატჩში. ამ შემთხვევაში სტატისტიკა "არისტოკრატთა" სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ "პალასს" შეუძლია სიურპრიზების შეთავაზება და ეს საკუთარ თავზე "სიტიმ" გამოსცადა ამ ცოტა ხნის წინ.

"სიტი" კი ეთამაშება "ტოტენჰემს". პეპ გვარდიოლას გუნდი საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული და მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაზე უნდა იფიქროს. ბოლო დროს "ქალაქელებს" არასტაბილურობა დასჩემდათ. არადა, "ლივერპულმა", შესაძლოა, ამ ტურში ქულები დაკარგოს...

ფაქტები
  • "ბრაიტონს" არასოდეს მოუგია "ევერტონისთვის".
  • "ლესტერისა" და "კარდიფის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ტოტენჰემისა" და "ვულვზის" ბოლო 2 მატჩში ორივემ გაიტანა.
  • "ლივერპულსა" და "არსენალს" შორის უკანასკნელი 2 მატჩი ფრედ მორჩა.
  • "ჩელსიმ" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "კრისტალ პალასს".
  • "ბარნლისა" და "ვესტ ჰემს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "სიტიმ" უკანასკნელ 4 შეხვედრაში აჯობა "საუთჰემპტონს".
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო 3 შეხვედრაში აღმოჩნდა "ბორნმუთზე" ძლიერი.

პრემიერლიგა. XX ტური
შაბათი, 29 დეკემბერი
ბრაიტონი-ევერტონი 19:00
ფულჰემი-ჰადერსფილდი 19:00
ლესტერი-კარდიფი 19:00
ტოტენჰემი-ვულვზი 19:00
უოტფორდი-ნიუკასლი 19:00
ლივერპული-არსენალი 21:30

კვირა, 30 დეკემბერი
კრ. პალასი-ჩელსი 16:00
ბარნლი-ვესტ ჰემი 18:15
საუთჰემპტონი-მანჩესტერ სიტი 18:15
მანჩესტერ იუნ-ბორნმუთი 20:30

ბომბარდირები: 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 12 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - ედენ აზარი (ჩელსი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), რიჩარლისონი (ევერტონი); 8 - კალუმ უილსონი (ბორნმუთი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ), გლენ მარეი (ბრაიტონი), გილფი სიგურდსონი (ევერტონი), ფელიპე ანდერსონი (ვესტ ჰემი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული