29 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "არსენალი" გაანადგურა (5:1).
ჰეთ-თრიკი რობერტო ფირმინომ შეასრულა. ის ინგლისის ჩემპიონატზე ჰეთ-თრიკის შემსრულებელი მესამე ბრაზილიელია. აქამდე ეს რობინიომ (მანჩესტერ სიტი) და აფონსო ალვესმა (მიდლსბრო) მოახერხეს.
მოჰამედ სალაჰმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მან წელს 28 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც წელს პრემიერლიგის საუკეთესო შედეგია.
"არსენალმა" "ენფილდზე" ბოლო 6 მატჩში 22 გოლი გაუშვა!
"ლივერპული" 54 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარს, "ტოტენჰემს" 9 ქულით უსწრებს. მეორე ადგილზე გადასვლის შესაძლებლობა "მანჩესტერ სიტის" აქვს, რომელიც ხვალ "ბორნმუთს" მასპინძლობს.
იურგენ კლოპის გუნდი 20 ტურია დაუმარცხებელია.
ლივერპული. "ენფილდი". 53 326 მაყურებელი
ლივერპული - არსენალი 5:1
გოლები: 0:1 მეიტლენდ-ნაილზი (11), 1:1 ფირმინო (14), 2:1 ფირმინო (16), 3:1 მანე (32), 4:1 სალაჰი (45+2, პენ), 5:1 ფირმინო (65, პენ)