როგორც "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ განაცხადა, მას გუნდში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა არ აქვს და უფრო მეტად ვინგერი ესაჭიროება.
"კიდევ ერთი თავდამსხმელი არ მჭირდება, რადგან ამ პოზიციაზე შემიძლია ედენ აზარი ვათამაშო. მას და მორატას ამ ადგილას კარგად თამაში შეუძლიათ და ეს ბოლო 2-3-მა მატჩმაც გამოაჩინა. მე უფრო ვინგერი მჭირდება, რადგან ტრავმირებულები არიან პედო, კალუმ ჰადსონ-ოდოი და რუბენ ლოფტუს-ჩიკი." - განაცხადა მაურისიო სარიმ.
"ჩელსის" ფრანგმა
ლონდონური კლუბი 43 ქულით პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-4 პოზიციას იკავებს, მეხუთეადგილოსან "არსენალს" კი 5 ქულით უსწრებს.