მანჩესტერ სიტიმ ლივერპული დაამარცხა და მასთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურის დასკვნით მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" 2:1 დაამარცხა.

"მანჩესტერმა" 50 ქულა დააგროვა და ლიდერ "ლივერპულთან" ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

პირველ ტაიმში "სიტის" მცველმა ჯონ სტოუნსმა საკუთარი კარიდან გამოიტანა ბურთი - ვიდეოგამეორებაზე დაფიქსირდა, რომ ბურთს კარის ხაზის გადასაკვეთად 1.12 სანტიმეტრი დააკლდა.

"ლივერპულმა" ინგლისის მიმდინარე პირველობაზე პირველი მარცხი განიცადა - აქამდე 17 თამაში მოგებული და 3 ფრედ ჰქონდა დასრულებული. "ლივერპულმა" 2018 წლის 21 აპრილის შემდეგ პირველად გაუშვა 2 გოლი.

აგუერომ სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონატებში 250 გოლი გაიტანა.
მან ერთ გუნდს ზედიზედ 7 საშინაო მატჩში გაუტანა გოლი და ეს პრემიერლიგის რეკორდია.

პეპ გვარდიოლამ "ქალაქელთა" მწვრთნელის რანგში მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

ფირმინომ ბოლო 2 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი - ამდენივე გოლი მან წინა 23 მატჩში გაიტანა.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 511 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 აგუერო (40), 1:1 ფირმინო (64), 2:1 სანე (72)
მკითხველის კომენტარები / 4 /
და მესამედ მოხვდება პრემიერ ლიგის ისტორიაში რომ შობის ლიდერი გუნდი ჩემპიონი ვერ გახდება და მესამედაც ლივერპული იქნება ეგ გუნდი ))) ლივერპულის გულშემატკივრებო არაუშავს მე 2 ზე გახვალთ )))
ტოტტი
04 იანვარი 2019 02:22
16
არაა, მესამე და სამართალი, წელს ლივერპული ყველაზე მაგარია. თU რამე ტოტენჰემი უფროა მისი კონკურენტი ვიდრე სიტი.

პ.ს. არ ვარ ლივერპულის გულშემატკივარი
Irakli Apkhaidze
04 იანვარი 2019 10:04
9
totenhemi ar vici da mgonia rom mainc siti gaxdeba chempioni.liverpuls rogorc yoveltvis bolos sul ragac akldeba)) axlac ver gaqachaven bolomde...mouvat dro tamashebs miyolebit rom ver moigeben)))
რობი
04 იანვარი 2019 12:18
2
არაფერი გუნდი არაა ეს ლივერპული, ლესტერმაც მოიგო ჩემპიონატი, ფაქტია ინგლისური კლუბების დიდი ნაწილი ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვის, თორემ ლივერპული 4 ეულის გუნდია პირველ ადგილზე ვინ გაუშვებდა?
111
04 იანვარი 2019 13:05
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული