როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო

AutoSharing Option
პრემიერლიგის 23-ე ტურში "ლივერპულთან" წაგებული მატჩი (3:4) "კრისტალ პალასის" მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა მიმოიხილა.

"ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. არ ვიცი, რა იყო აქ გადასარევი. სულელური გოლები გავუშვით. მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ქულა ვერ ავიღეთ.

მეტოქეს არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ჰყავს. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს უსამართლო გოლი გავუშვით.

სტუმრად "მანჩესტერ სიტის" ვძლიეთ, ქულა ავიღეთ "მანჩესტერთან" და დღესაც შეგვეძლო უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. მოწინააღმდეგე ვაიძულეთ შესაძლებლის ზღვარზე ეთამაშა. მათ გოლების გატანისას გაუმართლა.

მეკარე ხულიან სპერონი პატივისცემას
იმსახურებს. მთელი წელია არ უთამაშია და ასეთ შეხვედრაში მოუწია კარში ჩადგომა. მესამე გოლისას შეცდომა დაუშვა და ეს ხელის აწევით აღიარა. ეს გოლი გადამწყვეტი იყო".

მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორ უმართლებს მოკლედ ამ ლივერპულს ერთი ვანდეიკის ან სალაჰის ტრავმა და ლივერპული უცებ აღმოჩნდება ტოტენჰემთან ჩელსთან არსენალთან და მანჩესტეთან ერთად . იმედია სიტი გახდება ჩემპიონი
ტოტტი
20 იანვარი 2019 01:46
15
კი ბატონო გახდება შეიხ მანსურის სიტი ჩემპიონი და რა, 1 და 2 წლის მერე ეს არც არავის ემახსოვრება სტატისტიკის და სიტის ფანების (რომლებიც საქართველოში აქამდე არც მენახა :)) ) გარდა, როგორც აქამდე რამდენჯერაც გამხდარა... რასაც ვერ ვიტყვით ლივერპულზე, რომელსაც პრემიერლიგა არასოდეს მოუგია და ეს პირველი იქნებოდა და უნდა თუ არ უნდა და ვისი ფანიც არ უნდა იყოს ადამიანი ვერ იტყვის რომ ლივერპული ერთ-ერთი ევროპული ტოპ გუნდი არაა და არ უნდა იგებდეს.
V
21 იანვარი 2019 12:24
0
გილოცავთ ლივეს ფანებო მორიგ გამარჯვებას
ბესკა
20 იანვარი 2019 00:14
1
+3
ბესკა
20 იანვარი 2019 00:12
2
ვულოცავ ლივეს ფანებს მორიგ 3 ქულას...სრული სვლით ჩემპიონობისკეენ!
ბესკა
20 იანვარი 2019 00:11
2
ვულოცავ ლივეს ფანებს მორიგ 3 ქულას...სრული სვლით ჩემპიონობისკეენ!
ბესკა
20 იანვარი 2019 00:08
2

სიახლეები პოპულარული