"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩინეთის სუპერლიგის კლუბ "შანდონგ ლუნენგთან" მარუან ფელაინის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ბელგიელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით, ბელგიელი მოედანზე მხოლოდ 3 წუთით გამოვიდა, ჟოზე მოურინიოს ფორმაციის გუნდში კი ის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო.
მარუან ფელაიანი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2014 წელს 27 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ "ევერტონიდან" შეიძინა. მას "წითელი ეშმაკების" რიგებში 177 მატჩი აქვს გამართული, სადაც 22 გოლი გაიტანა.
14:38 31-01-2019
მარუან ფელაინიმ ჩინურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული