"მანჩესტერის" ნახევარმცველი მარუან ფელაინი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.
"მანიუმ" 31 წლის ბელგიელი "შალდუნ ლუნენს" 10 მილიონ ევროდ მიყიდა.
ჩინურმა კლუბმა ფელაინის 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ფელაინიმ "იუნაიტედში" 6 სეზონის განმავლობაში იასპარეზა და გუნდთან ერთად ინგლისის თასი და ევროპა ლიგა მოიგო. თუმცა, მასზე დამყარებული იმედები ვერ გაამართლა.
მან ამ სეზონში პრემიერლიგაზე 14 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარუანი ადრე "სტანდარდისა" და "ევერტონის" ღირსებას იცავდა.