სალას თვითმფრინავის ნაწილში ადამიანის სხეული აღმოაჩინეს

AutoSharing Option
გუშინ, 3 თებერვალს აღმოჩენილ თვითმფრინავის ნაწილში, რომლითაც ემილიანო სალა კარდიფში მიფრინავდა, ადამიანის სხეული იპოვეს.

საავიაციო ინციდენტების გამოძიების ბიურომ თვითმფრინავის ნაგლეჯი 2-კვირიანი ძებნის შემდეგ წყლის ქვეშ იპოვა, აღმოჩენილი სხეულის იდენტიფიცირება კი ჯერ არ მომხდარა.

"ძებნის ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა თვითმფრინავის სხვა ნაწილების პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, გადმოცემულ ვიდეოში ჩანს, რომ იქ ერთი ადამიანის სხეულიცაა. ბიურო შემდგომ ნაბიჯებს პილოტისა და მგზავრის ოჯახთან და პოლიციასთან ერთად განიხილავს" - განაცხადეს საავიაციო ინციდენტების გამოძიების ბიუროში.

ემილიანო სალა და მისი პილოტი დევიდ იბოტსონი
23 იანვარს გაუჩინარდნენ, მათი თვითმფრინავი საფრანგეთიდან უელსში მიფრინავდა.

არგენტინელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "კარდიფმა" ფრანგული "ნანტიდან" სარეკორდო თანხად, 17 მილიონ ევროდ შეიძინა.

altემელიანო სალას დაკარგული თვითმფრინავი იპოვეს

altშეჩერებული მატჩი, ცრემლები, 22 სალა - საფრანგეთში ემილიანო სალას პატივი მიაგეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული